ტურისტული ჯიხურისთვის პროექტი კორექტირების პროცესშია, შენობის მნიშვნელობაზე საუბარს კი შესაბამისი სამსახური თავს არიდებს
მარნეულის მუნიციპალიტეტი ტურისტული ჯიხურის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც მათ ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვზე გამოაცხადეს. ტენდერი დასრულდა, მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ინდივიდუალურმა მეწარმემ გიორგი კობალაძემ მიიღო. მასთან ხლშეკრულება უკვე გააფორმეს. კობალაძმ ხელშეკრულებიდან რამდენიმე დღეში პროექტი მრიას წარუდგინა, თუმცა როგორც თავადვე ამბობს , თანხა ლიმიტზე მეტი გაიწერა და ახლა კორექტირების პროცესში არიან. ტურისტული ჯიხური მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე უნდა იყოს განლაგებული. სატენდერო მოთხოვნის მიხედვით, მოშენების ფართი სავარაუდოდ 20 კვ. მ.
რადიო „მარნეული“ აღნიშნულ საკითხზე დეტალებითვის მარნეულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას დაუკავშირდა, რომლებმაც კომენტარზე თანხმობა განაცხადეს და თავადვე გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ ინფორმაცისთვის პიარის უნდა მივმართოთ.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments