ორ ადამიანს ყალბი დიპლომების დამზადებასა და გაყიდვაში ბრალი ედება

diplom

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დიპლომების დამზადება-გასაღებასა და კომერციული მოსყიდვაში ორი კომერციული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს ბრალი დასდო.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა და 3 300 ლარად გაასაღა აჭარის რეგიონში არსებული ერთ-ერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მეორე შემთხვევაში, იმერეთის რეგიონში არსებული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა და 1 800 ლარად გაასაღა ოფისმენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

წყარო: netgazeti.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register