9-10 მარტს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

9 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოში დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 10 მარტის ღამის საათებში ქარი დროგამოშვებით გაძლიერდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ასევე მაღალმთიან ზონაში ქარბუქიცაა მოსალოდნელი, ხოლო ზღვაზე – 4-5 ბალიანი შტორმი.
რაც შეეხება თბილისს, როგორც სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, 9-10 მარტს ქარი აქაც გაძლიერდება, თუმცა ამ დროის მონაცემებით გრიგალის საფრთხე არ არსებობს.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს,” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
წყარო: netgazeti.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments