ოზურგეთის ბაზარში ხანძარი გაჩნდა – დაშავებულია ერთი ადამიანი
ოზურგეთის ბაზარში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში დღეს, 7 მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით. ამ მუხლით ნივთის დაზიანება, განადგურება ცეცხლის წაკიდებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
წყარო: on.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments