“ოჯახში ძალადობის თემა კვლავ ტაბუდადებულია”- საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში ქალთა უფლებებზე

DEMOKRATIULI CHARTULOBIS CENTRI

7 მარტს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფებების დაცვის საკითხზე. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.

ჯაფარიძის თქმით, ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად არის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, ბოლო დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, როგორიცაა იძულებითი ქორწინების აკრძალვა, იძულებითი სტერილიზაციის აკრძალვა, ადევნების აკრძალვა და სხვა. სერვისების თვალსაზრისითაც არის პროგრესი ამჟამად 5 თავშესაფარი და 3 კრიზისული ცენტრი გვაქვს საქართველოში, თუმცა აქ პრობლემა იმ თვალსაზრისითაა, რომ სახელმწიფოს არ აქვს განვითარებული თავშესაფრის შემდგომი სერვისები, ამიტომ მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში იძულებლია იმ გარემოს დაუბრუნდეს, რომლიდანაც  გამოექცა.

ეს არის ის საკითხი, რომლის მოგვარებასაც ვფიქრობთ და მაქსიმალურად გვინდა არა მხოლოდ რეაგირება მოვახდინთ, როცა ძალადობას აქვს ადგილი , არამედ იმაზეც ვიზრუნოთ მას შემდეგ, რაც თავშესაფარს დატოვებს მსხვერპლი მისთვის იყოს არაძალადობრივი გარემო დავეხმაროთ, რომ  უმტკივნეულო რესოციალიზაცია მოხდეს საზოგადოებაში“-ამბობს სოფო ჯაფარიძე

ეკატერინე სხილაძე მიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა საქართველოში გარკვეულწილად კვლავ  ტაბუ დადებული თემაა და  პრობლემას წარმოადგენს. მსაგვი შეხვედრები კი მოსახლეობასთან  მნიშვნელოვანია, რათა მეტად ხდება პრობლემების გამოკვეთა და  აქტუალური საკითხეის განხილვა.

„ მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა პოლიციისადმი შეტყობინების მაჩვენებელი, ხშირად  მოსახლეობა ვხუჭავთ თვალს იმ ძალადობაზე, რაც შეიძლება ჩვენს მეზობლად ან ჩვენს ოჯახში ხდებოდეს. ოჯახში ძალადობის პრობლემის  მაშტაბების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, მათი ცნობიერების ამაღლება და მათთან აქტუალური საკითხების განხილვა.  ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე, საინტერესო დისკუსიის ფარგლებში განვიხილეთ სამომავლო გზები და ის წუხილები, რაც მოსახლეობას ამ საკითხთან დაკავშირებით აწუხებს“-ამბობს ეკატერინე სხილაძე

ადგილობრივი გენდერის სპეციალიტი ნონა სამხარაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივ დონეზე გასაძლიერებელია სამართალდამცავი უწყებები , სოციალური სამსახური, ჯანდაცვის სამსახური, რათა ერთობლივად მოხდეს მოხდეს საკითხის პრევენცია.

„ოჯახში ძალადობა და ადრეულ ასაკში ქორწინება ორივე მწვავედ დგას მარნეულში. მე მქონია უამრავი შემთხვევა და ჩემთვისაც ძნელია მივაგნო საუკეთესო გზას როგორ ჯობია მსხვერპლისთვის, რომ დავიცვათ. დღეს ძალიან ბევრი რისკია მსხვერპლისთვის, მაგრამ ყველამ უნდა დაიცვას თავისი უფლებები და ძალადობა არ მოითმინოს“-ამბობს ნონა სამხარაძე 

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავობო ორგანიზაციების წევრები, ადამიანის უფლებების დამცველები აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები .

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register