ნაგავი, წყალი, გზა- ქვემო სარალშიც მსგავს პრობლემას უჩივიან
გუსეინოვი არშადი ქვემო სარალში ცხოვრობს. სოფელში არაერთი პრობლემა აწუხებთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის სასმელი წყალია. მიუხედავად იმისა , რომ რამდენიმე თვეა , რაც სახლში წყლის მილები გაიყვანეს , სასმელი წყალი დაპირებისამებრ არ აქვთ. საოჯახო საქმეებისთვის კი ნარჩენებით დაბინძურებულ არხის წყალს იყენებენ.
გუსეინოვების სახლში ყოფნის დროს არშადის დედა ეზოში ხელოვნურად მოწყობილ აბანოში ბანაობდა და შეშის ღუმელი ენთო.
სოფლის მოსახლეობამ გვიამბო თუ რა პრობლემებს ეჭიდებიან ყოველდღიურად წყლის არქონის გამო.
უკვე 22 წელია , რაც სოფელს ცენტრში ახალგაზრდა ქალის და მამაკაცის სახელობის წყარო აქვს. ოჯახების უმეტეობა წყაროდან კი შორს ცხოვრობს, 4-5 კილომეტრის გავლა უწევთ, რომ სასმელი წყალი სახლში მიიტანონ.
ზოგს ამის დრო ან საშუალება არ აქვს,მაგალითად, არშადის დედას , ამიტომ იძულებულია ნარჩენებით სავსე არხიდან წყალი ამოიღოს და საოჯხო საქმეებისთვის გამოიყენოს. არხი კი ნარჩენებით დღითიდღე ივსება, სოფელში ნაგვის ურნები არასდროს ჰქნიათ, ამიტომ მოსახლეობა ნარჩენებს წყალში ან რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყრის.
მოსახლეობა წყლის პრობლემის გარდა ანტისანიტარიას და გზის პრობლემასაც ასახელებს. შიდა გზებზე ხრეშიც კი არ არის. წვიმიან ამინდებში რეზინის ბათინკების ჩაცმა უწევთ, რომ მეტნაკლებად სუფთად გაიარონ გზა. მოსახლეობის თქმით, ეს პრობლემა იმის მერე გაჩნდა, რაც ბუნებრივი აირის მილები გაიყვანეს, ასფალტი აყარეს და პირვანდელი სახე არ დაუბრუნეს.
აღნიშნული პრობლემების გასარკვევად ჩვენ შესაბამის სამსახურებს დავუკავშირდით, როგორც შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ გვითხრა ქვემო სარალში ურნების დადგმა იგეგმება, თუმცა უკვე თვეებია ნაგვის ურნების მიღებას ელოდებიან და კონკრეტულად თუ როდის მოგვარდება სოფლებში ურნების პრობლემა არ იცის. მარნეულის მერიაში გამნარტავენ, რომ ქვემო სარალში წელს გზის რეაბილიტაცია არ იგეგმება, რაც შეეხება წყლის პრობლემის გადაჭრას შპს „მარნეულის სოფწყალში“ ამბობენ, რომ ქვემო სარალი იმ 13 სოფელში შედის, რომლებსაც უახლოეს მომავალში მათი კომპანია უნდა ემსახუროს, ხოლო კონკრეტულად როდის დასრულდება სოფლების გადაცემა, რომ „მარნეულის სოფწყალმა“ წყლით უზრუნველყოს ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments