კულტურის ცენტრი დღეს ღონისძიებას მართავს

დღეს, 8 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ღონისძიებას მართავს სახელწოდებით “შექსპირი, ქალი და 8 მარტი.” ღონისძიებების ორგანიზატორი ზურაბ ხაფთანი ამბობს, რომ დღევანდელი დღით შეეცდებიან სასიამოვნო დღე აჩუქონ მარნეულელ ქალებს
“კულტურის ცენტრმა გადავწყვიტეთ ეს დღე ქალბატონებისთვის გაგველამაზებინა, როდესც ვფიქრობრობით რა შეიძლებოდა ამ დღეს გაგვეკეთებინა არჩევანი შევაჩერეთ შექსირზე, შექსპირის სონეტები ასოცირდება ქალთან და შექსპირს ზოგადად დრო არ აქვს, იმიტომ, რომ ყოველთვის აქტუალურია მისი სონეტები, გავაცოცხლებთ შექსპირის სამ გმირს სინეტების თანხლებით. ჩვენი ბენდიც იქნება და ისინი მუსიკალურად გააფორმებენ , ასევე მუსიკალური პოეზიაც იქნება. ვფიქრობ, ყველა კარგად გაერთობა”- ამბობს ზურაბ ხაფთანი
ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი „Red Carpet“ გააფორმებს, როგორც ბენდის ერთ-ერთი წევრი ანი ნოზაძე ამბობს, ისინი შექსპირის სხვადასხვა სონეტებს შეასრულებენ.
“ჩვენი ბენდი გააფორმებს მუსიკალურად დღევანდელ დღეს. გველოდება შექსპირის სონეტებიდან ნაწარმოებები, ძალიან კარგი საღამო იქნება, არ ინანებთ თუ მოხვალთ”-ანი ნოზაძე
8 მარტისთვის მიძღვნილი ღონისძიება მარნეულის კულტურის ცენტრში 16:00 საათზე დაიწყება.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments