“დღეს ქალის და კაცის უფლებები თანაბარი არ არის, ქალს ზემოდან არ უნდა უყურებდნენ”

GENDERI

დღეს, 8 მარტს რადიო “მარნეულმა” ქუჩის გამოკითხვა ჩაატაარა თუ რას ფიქრბენ ადგილობრივი კაცები ქალის და კაცის გენდერული თანასწორობის შესახებ, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ

ნეტგაზეთის ინფორმაციით დღეს, 8 მარტს ქალთა უფლებების აქტივისტები რამდენიმე აქციას მართავენ, რომელთა მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულიბის მნიშვნელობის ხაზგასმა და მათთვის პოლიტიკური უფლებები მინიჭების მოთხოვნაა.

საქართველოში დღემდე პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხი, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, შრომის თანაბარი ანაზღაურება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური შევიწროება, რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა და სხვა.

ადგილობრივი გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძეე მიიჩნევს, რომ დღევანდელ რეალობაში ქალებისთვის კანონების თვალსაზრისით კარგად არის საქმე, ბევრი კანონი ძალიან კარგი მიღწევაა,  თუმცა ყოველივე ამას აღსრულება უნდა. მისივე თქმით , დღეს ქალბს კიდევ ბევრ რამეში აქვთ საბრძოლო და ერთმანეთის თანადგომაა საჭირო .

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register