77 წლის ზინიათმა 60 წელი მარნეულის ბაზარში ვაჭრობაში გაატარა
დღეს მარნეულის ბაზარში ჩვეული ხალხსიმრავლეა განსხვავება მხოლოდ მრავალფეროვან ყვავილებში იყო, რასც ყოველდღიურად ვერ ნახავთ. მოვაჭრეები სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ყვავილების ფართო არჩევანს გვთავაზობდნენ. ბაზარში ყოველდღიური შრომა არაერთ ქალს უწევს. უკვე 60 წელია ზინიათ რუსტამოვა ვაჭრობით ირჩენს თავს ის ახლა 77 წლისაა. მისი დილა ბაზარში დილის 8 საათზე იწყება და საღამოს 6 საათზე სრულდება .
ზინიათის ოცნებებეი მის შვილებს უკავშირდება. ამბობს რომ ერთადერთი ოცნება შვილების ბედნიერებაა. კითხვაზე ახლა რომ იწყებდეს ცხოვრებას, მისი თქმით არაფერს შეცლიდა.
მართალია, ჩვენთან საუბრისიას ის გოგონების დამოუკიდებლობაზე, დროულად განათლების მიღებაზე და თავიანთი შესაძლებლობების გამოყენებაზე საუბრობს, თუმცა იმასაც ემხრობა, რომ ოჯახში გადამწყვეტი სიტყვა მაინც კაცისაა. დღევანდელ დღეს კი ყველა ქალს ულოცავს.
ზინიათს 60 წლიანი გარჯის შედეგი მხოლოდ საკუთარი შილებით და შვილიშვილებით უხარია.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments