ნაგვით სავსე სოფლები- შესაბამისი სამსახურების მხრიდან კითხვები პასუხგაუცემელია

nagavsayreli

კირაჩმუღანლო, სარალი, მოლაოღლი, კირიხლო, კულარი, ქუთლიარი ეს მარნეულის იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც ნაგვის პრობლემა მწვავედ დგას. არაერთი სიუჟეტი გაუკეთებია რადიო „მარნეულს“ ამ თემაზე , სადაც მოსახლეობა ანტისანიტარიას, უსიამოვნო სუნს და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ნარჩენებს უჩივის, თუმცა დღემდე პრობლლემა პრობლემად რჩება .

აღნიშნული ვითარების შესახებ ინფორმაცია შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემაც კარგად იცის , პრობლემის გარკვეულწილად მოგვარებას კი 200-მდე ურნის შემოტანით გეგმავს, თუმცა თვეებია უკვე ნაგვის ურნებს ელოდება და დღემდე არ აქვს იფორმაცია, როდის მიიღებენ.

„ჯერ არ ვიცი, როდის შემოვა, მაგრამ როცა გადმოგვცემენ რომელ სოფლებშიდაც დაიდგმევა ნაგვის ურნები, ნარჩენების გატანასაც ვუზრუნველყოფთ“-ამბობს მუმლაძე

2018 წელს მარნეულის მერიამ შპს „სუფთა მარნეულისთვს“ მილიონ ასი ათასი ლარი გამოყო. ნარჩენები, რომლებიც მარნეულიდან და  სოფლებიდან  გააქვთ  მარნეულში არსებულ  ნაგავსაყრელზე ყრიან. ნარჩენების გარკვეული ნაწილი კი მისივე თქმით , მარნეულში მდებარე ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში მიდის.

ირაკლი ბურნაძე მარნეულის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორია, რომელსაც რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა იმის გასარკვევად თუ  როგორ ხდება ზოგადად ნარჩენების დახარისხება, მათი გადამუშავება და წესით სასუქის მიღება, თუმცა ბურნაძე სატელეფონო კომენტარისგან თავს იკავებს და ინტერვიუს  მომავალ კვირას გვითანხმებს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის რიგ სოფლებს ნაგვის ურნები არასდროს ჰქონია, ამიტომ იძულებულები არიან ნარჩენები არხში ან იქვე მდებარე არალეგალურ ნაგავსაყრელებზე დაყარონ.  მარნეულის მერიას შესასრულებელი აქვს ხუთ წლიანი ნარჩენების მართვის გეგმა, როგორც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში განმარტავენ,  მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა არალეგალური ნაგავსაყრელების აღწერა და მათი ეტაპობრივად დასუფთავება, რაც სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაშიცა გაწერილი.

მარნეულის მერიას 2017 წლის დასასულს ნარჩენების მართვის გეგმაზე მუშაობა დაწყებლი ჰქონდა, თუმცა მისი შინაარსი და კონკრეტული მიმართულება, რითაც უკანონო ნაგავსაყრელების გაწმენდას გეგმავენ არ ვიცით, თუმცა როგორც სუფთა მარნეულის დირექტორი ამბოს გეგმაში ერათ-ერთ შესასრულებელ პროექტად ნაგავსაყრელის აშენებაა.

“2020 წლისთვის პროექტი შესრულებული უნდა იყოს.  100% მომსახურეობა უნდა მოხდეს მთელს რაიონში. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ  ხუთი რაიონის ნაგავსაყრელი იქნება: მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა და დმანისი.” -ამბობს მუმლაძე

მარნეულის მერიის ნარჩენების ხუწლიან მართვის  გეგმაზე მომუშავე ჯგუფის  ერთ-ერთი წევრი მათ სამოქმედო გეგმის გაცნობაზე ინტერვიუსთვის მომავალ კვირას შეგვითანხმდა.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register