მაღალაშვილის ხიდზე ჩამოვარდნილი მინის საქმის შესწავლა მერიამ დაიწყო

მარნეულის მერია მაღალაშვილის ხიდზე არსებული ჩამოვარდნილი მინით დაინტერესდა. როგორც მერიაში გნმარტავენ, ადგილზე შესაბამისი სამსახური იყო მისული და ახლა საქმისწარმოება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მინა რადიო „მარნეულმა“ ერთი კვირის წინ შეამჩნია ჩამოვარდნილი. დაუყონებლივ მერიას ვაცნობეთ, თუმცა მინა ადგლიდან ჯერ კიდევ არ აუღიათ. ამას გარდა ხიდზე სხვა მინებიცაა დაზიანებული. მინის ნაწილს იქვე გამავალი ბუნებრივი აირის მილები აკავებს.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments