მუჰამად წინასწარმეტყველის შვილის დაბადების დღე მუსლიმი ქალებისთვის 8 მარტის მსგავსია

aksiya7

დღეს, 9 მარტს  სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო და იმამი ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა ქალებისთვის ყვავილების დარიგების აქცია გამართა

ყვავილები დაურიგდა საჯარო დაწესებულებებში, კერძო სექტორში მომუშავე ქალებს. აქციის მიზნებზე ორგანიზატორი და ფონდის ხელმძღვანელი შეიხი მირტაღი ასადოვმა გვესაუბრა

  „წმინდა მუჰამად წინასწარმეტყველის მეოთხე ქალიშვილის იმამ ალის ალი სალამის მეუღლის და იმამ ჰასანის და იმამ ჰუსეინის დედის ზაჰრას დაბადების დღე აღინიშნება მუსლიმურ სამყაროში და ეს დღეს აღინიშნება როგორც ქალთა დღე. ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს და ამით გვსურს გამოვხატოთ  ჩვენი პატივისცემა ქალებისადმი. ჩვენ გვახარებს ის, რომ ადგილობრივი მერიამ ჩვენი ტრადიციის მსგავსად  8 მარტი მარნეულის ქუჩებში ქალებს ყვავილები დაურიგა. ჩვენ ამ დღეს ყველა ქალს , განსაკუთრებით მუსლიმ ქალებს ვულოცავთ ამ დღეს“ -თქვა მირტაღ ასადოვმა

შეიხმა ასადოვმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ იმამის შვილის ზახრას დაბადების დღე მათვის მნიშვნელოვანი დღეა.

მარნეულის იმამი ალის მეჩეთის ახუნდი ჰაჯი ჰაჯიევმაც შეუერთდა მილოცვებს. მისი თქმით , ისლამში ქალს განსაკუთრებული ადგილი უკავია. და იმამის ქალიშვილის ზაჰრას დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. აჰუნდმა განსაკუთრებულად აჰლი – ბეიტის ქალებს მიულოცა.

ყვავილების დარიგებაში მარნეულის იმამ ალის მეჩეთის მრევლი ქალებიც  იყვნენ ჩართულნი. მსვლელობისას 200 ცალი ყვავილი დარიგდა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register