აბაზოვის აზრით, გარემოვაჭრეებს პურის ფულის შოვნის პრობლემა არ აქვთ

abazovi

მარნეულის მერის თემურ აბაზოვის თქმით,  მაგისტრალზე დამონტაჟებული გარემოვაჭრეების კუსტარული ჯიხურები მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს.  ამავდროულად საფრთხეს ქმნის მოვაჭრეებისთვის, ტურისტებისთვის და მანქანებისთვის.

„ 20-30 კონსტრუქციის გამო  რატომ უნდა გამოიყურებოდეს უშნოდ მთელი რაიონი?“ ამბობს აბაზოვი

აბაზოვის თქმით,  ახალ წლებზე გზების გადატვირთვის დროს მან დრო მისცა გარემოვაჭრეებს. მერიის ტანამსრომლებმა მხოლოდ გაფრთხილება მისცა, რადგენ დიდი რაოდენობის საქონელი ექნებოდათ შეძენილი საახალწლოდ.

გარემოვაჭრეებს გონივრულ ვადებში შესაძლებლობა ეძლევათ თვითნებურად დაშალონ კონსტრუქციები და გადავიდნენ ბაზრის ტერიტორიაზე. აბაზოვის თქმით მას ამ გადაწყვეტილების მიღება კანონი ავალდებულებს.

პურის ფულის შოვნის ხელის შეშლაზე კი აბაზოვის აზრით, როდესაც კრედიტები აქვთ აღებული 17 000 ლარის  აქ საუბარი პურის ფულზე  არ არის ეს ჩვეულებრივი ბიზნესია რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული.

მარნეულის მერიის გადაწყვეტილებით, მომუშავე გარემოვაჭრეებმა თვითნებურად  უნდა დაშალონ კონსტრუქციები და კანონის ფარგლებში მოაწყონ ბიზნესი. მოვაჭრეები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. დღეს, 12 მარტს  მერთან შეხვედრის დროს, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევიც ესწრებოდა. მისი აზრით, მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი უნდა შესთავაზოს ან ექვსი თვის ვადა მისცეს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register