გარემოვაჭრეები შესაძლოა ვალით შექმნილი ბიზნესის გარეშე დარჩნენ

მარნეულში გზებზე გარევაჭრობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაცია თემურ აბაზოვის ოფიციალურ ვებგვერდზე 9 მარტს ვიდეოს მეშვეობით გავრცელადა. მერმა უკანონო გარევაჭრობის აკრძალვა მნიშვნელოვნად ჩათვალა და თქვა, რომ ყოველივე ეს ერთმხრივ საფრთხის შემცველია, ხოლო მეორე მხრივ მარნეულის იერსახეს ამახინჯებს. ამავე თემის განხილვა კი დღეს მარნეულის მერიაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრაზე უკმაყოფილო გარემოვაჭრეები და ევროპული საქართველოს წევრი ახმედ იმამკულიევიც იყო . აბაზოვი გარემოვაჭრეებისთვის მიცემულ ერთთვიან ვადას საკმარისად მიიჩნევდა, ხოლო იმამკულიევი საპირისპიროს ამტკიცებდა და მოვაჭრეებისთვის მეტი დროის მიცემას ითხოვდა, თუმცა აბაზოვს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
მარნეულში სადხლოს მაგისტრალზე გზის პირას არაერთ სავაჭრო დახლს შამჩნევთ. გზაზე აქტიურად მოძრაობს მანქანები სხვადასხვა მიმართულებით და ვაჭრობაც ხელსაყრელია. ამიტომ მოვაჭრეების რაოდენობამაც იმატა. ძირითადი მყიდველები აზაერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეები , ასევე მაგისტრალთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობაა. უმეტესად სარეცხ საშუალებები და პროდუქტები იყიდება.
ქალაქის მერის თქმით ეს მაგისტრალის ვიზულსაც ამახინჯებს. გარემოვაჭრეები კი იმ კრედიტებზე ჩივიან , რის გადახდასაც ფაქტობრივად ვერ შეძლებენ.
62 წლის ჰაჯი ჰაჯიევი ერთ-ერთი მოვაჭრეა, რომელსაც ოჯახის სარჩენად ყოველ დილით 20 კილომეტრი გზის გავლა უწევს. ღამით კი მას თავისი ვაჟი ცვლის. თავადვე ამბობს, რომ 2 შვილი და 5 შვილიშვილი ჰყავს. მეუღლე გარდაეცვალა ოჯახის შემოსავლის წყარო კი მხოლოდ ვაჭრობით მიღრბული თანხაა.
მერიის თანამშრომლებმა მათ თვის ბოლომდე ვადა მისცეს. პირობა ასეთია ერთ თვეში თანამედროვე სტანდარტებით ახალი მაღაზიის მოწყობა ან ტერიტორიის დატოვება. თუმცა ჰაჯიევს ამის საშუალება არ აქვს და არ იცის როგორ მოიქცეს. ამავე პრობლემას უჩივიან დანაჩენი მოვაჭრეებიც.
როგორც მერმა დღევანდელ შეხვედრაზე თქვა, გარემოვაჭრეებს პირველად გაფრთხილება მერიის თანამშრომლებმა ახალწლებზე მისცეს.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments