25 წლის ექიმმა „ცოდნა ფულიაში“ 25 ათასი მოიგო

news

25 წლის ექიმი, ლაშა სამჭკუაშვილი ტელეიმედის გადაცემა “ცოდნა ფულიას” გამარჯვებულია. მან მაქსიმალური თანხა, 25 ათასი ლარი მოიგო.

ლაშა თბილისში დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო ახლა ჯოენის სამედიცინო ცენტრში მუშაობს საკუთარი სპეციალობით.

გადაცემის დაწყებამდე, ლაშა სამჭკუაშვილმა განაცხადა, რომ პროექტში საკუთარი თავის გამოსაცდელად სურდა მონაწილეობდა. მოგებული ფულით ახალგაზრდა მედიკოსი საკუთარი ოცნების ასრულებას და იაპონიაში სამოგზაუროდ წასვლას გეგმავს. როგორც გადაცემის ბოლოს აღნიშნა, მანამდე მის მეგობრებს ე.წ. მაღარიჩსაც უკისრებს.

ლაშას ჰობია კალათბურთი, ფეხბურთი, ჭადრაკი, ლაშქრობა და ინტელექტუალური თამაშები.

ლაშა სამჭკუაშვილი აქამდე უკვე იყო “ცოდნა ფულიას” სტუმარი, ოღონდ წინა ჯერზე ის კულისებიდან დაეხმარა მეგობარს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრაში საჭირო დროს მასაც გამოადგა მეგობრების დახმარება.

წყარო: netgazeti.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register