გარდაბნის ყოფილმა გამგებელმა 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა

გარდაბნის ყოფილმა გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, რომელიც ამ თანამდებობას 2017 წლის 11 ნოემბრამდე იკავებდა, ორი წლის განმავლობაში მიღებული ხელფასის 100 % – 64 016 ლარი, – მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა. წერს „რეგინფო“
2016 წლის მარტში გოჩა ჯამარაულმა თავისივე სახელობის ფონდი დააფუძნა, სადაც საკუთარ ხელფასს სრულად რიცხავდა. ფონდიდან დახმარება გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს ეძლეოდათ.
„რეგინფო“ ასევე წერდა, რომ გოჩა ჯამარაული სამეწარმეო საქმიანობასაც ახორციელებს, – 2010 წლის 1 აგვისტოდან იგი შპს „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ერთ-ერთი პარტნიორი და კაპიტალის 60 % -ის მფლობელია. 2016 წელს მან სამეწარმეო საქმიანობიდან 900 000 ლარის, 2017 წელს კი 480 000 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო.
marneulifm1106 Posts
0 Comments