35 000 წიგნი “კულტურის ცენტრის” ფოიეში შრება

kitab4

სოციალურ ქსელში ისევ განიხილება მარნეულის ძველი ბიბლიოთეკის წიგნების მდგომარეობა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თვითრეალიზაციის განვითარების უნივერსიტეტის“ წევრმა, ელვირ ჰასანოღლუმ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი სადაც ძველ ბიბლიოთეკაში არსებული 30 000 წიგნის ბედს განიხილავს. ჩვენ დავუკავშირდით ელვირს რომელმაც გვითხრა, რომ ძველი ბიბლიოთეკის დანგრევისას მათ დაპირდნენ წიგნების ახალ ბიბლიოთეკაში განთავსებას, მაგრამ დღეს მას ეუბნებიან რომ წიგნები ცუდ მდგომარეობაშია.

„სამწუხაროდ წიგნები ტომრებში ჩაალაგეს და „კულტურის ცენტრის“ სარდაფში ჩაყარეს. მე მივედი იქ რათა გამერკვია თუ რას აპირებდნენ ამ წიგნებთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ წიგნები ძალიან მოძველებულია და აღარ ვარგაო. მე ვუთხარი, რომ კი, წიგნები ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს თქვენი ბრალია მეთქი. ყოველ წელს გვეუბნებიან რომ ექსპერტები მოვლენ და აარჩევენ ამ წიგნებს, მაგრამ არავინ არ მოდის.“ -ელვირ ჰასანოღლუ

მარენულის კულტურის ცენტრის დირექტორი, ნატო შავიშვილი ძველი ბიბლიოთეკის წიგნების შესახებ გვესაუბრა. მისი თქმით წიგნები სარდაფში ჯერ კიდევ „კულტურის ცენტრის“ ჩამოყალიბებამდე შეიტანეს.

„წიგნები წლების განმავლობაში დასაწყობებული იყო სარდაფში, ჩვენ შევძელით და სპეციალისტების რეკომენდაციით ამოვიტანეთ ეს წიგნები ფოიეში, ახლა კი მიმდინარეობს გაშრობის პროცესი. ამ პროცესს სჭირდება რამოდენიმე თვე იმისათვის, რომ შემდეგ ჩვენ მოვიწვიოთ შესაბამისი სპეციალისტები რომლებიც უკვე გამომშრალ წიგნებს გაუკეთებენ ანალიზს.“ – ნატო შავიშვლილი

კულტურის ცენტრის დირექტორის თქმით სპეციალისტის მოწვევას ისინი აპრილი-მაისის თვეში გეგმავენ, რადგან ამ დროისათვის წიგნები კარგად გამოშრნენ. გამოშრობამდე მათი ახალ ბიბლიოთეკაში გადატანა კი შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევში ისინი ახალ და ჯანმრთელ წიგნებს დააზიანებენ. შავიშვილი ასევე განმარტავს, რომ წიგნების გამოშრობის შემდგომ მათი გადარჩევა ორი კრიტერიუმით მოხდება, რამდენად ჯანმრთელია წიგნი და რა კონტენტს შეიცავს ის, რადგან ძველ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების უმრავლესობა საბჭოთა პროპაგანდას ატარებს. საბჭოთა პროპაგანდის მატარებელი წიგნების გარდა ძველი ბიბლიოთეკის წიგნებს შორის აზერბაიჯანული მხატვრული ლიტერატურაცაა, რომელიც „კირილიცაზეა“ დაწერილი. მოსახლეობის ნაწილის აზრით სწორედ ეს წიგნები წარმოადგენენ ბიბლიოთეკის ღირებულ ნაწილს, რადგანაც მათი ნაწილი თანამედროვე აზერბაიჯანულ ენაზე ამ დრომდეც არ გამოუციათ.

რადიო „მარენული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register