„დაკროვებითი პენსიის“ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

extra news radio1

დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა  სხდომაზე პირველი მოსმენით “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტი საპენსიო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში ჩართვის წესებს და პირობებს არეგულირებს. კომიტეტზე მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა იყო. მისი განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება.

პარლამენტის ცნობით, მომხსენებელმა კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა, რომლებიც შეეხებოდა დაგროვილი თანხის უსაფრთხოების მექანიზმებს, ფულის ღირებულებისა და შესაძლო ინფლაციის ფაქტორების გავლენას საპენსიო სისტემის მდგრადობაზე, საინვესტიციო პოლიტიკას, არსებულ რისკებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

პარლამენტის ცნობითვე, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა საკითხი არ ჩაითვალა მომზადებულად და მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

წყარო: netgazeti.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register