რეგლამენტით გათვალისწინებული ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარემ გააჟღერა – საკრებულო გასვლით სხდომებს გეგმავს

sakrebulo

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ ორშაბათს, 12 მარტს, ჩატარებულ საკრებულოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომ საკრებულო მუნიციპალიტეტის 18-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში იწყებს გასვლით სხდომებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, ნინო ბერიძის თქმით აღნიშნული გასვლითი სხდომები ხელს შეუწყობს საკრებულოს ინფორმირებულობას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

„ამ შეხვედრებზე იქნება პრობლემებზე საუბარი, ვისაუბრებთ გაკეთებულ ინფრასტრუქტურაზე და რა არის მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იმ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში. გასვლით სხდომებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ როგორც მაჟორიტაარი საკრებულოს წევრები იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, ასევე მერის წარმომადგენელები და რა თქმა უნდა მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირებიც.“ – ნინო ბერიძე

საკრებულოს აპარატის უფროსი ასევე ამბობს, რომ გასვლითი სხდომებზე მოსახლეობას ერთგვარ ანგარიშსაც ჩააბარებენ, თუ რა გაკეთდა და რის გაკეთებას აპირებს თვითმმართველობა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში თუ მუნიციპალიტეტში. ნინო ბერიძე ასევე აღნიშნავს, რომ სხდომების გრაფიკზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და საბოლოო სახის მიღებისთანავე დააანონსებენ თუ რომელ ადმინისტრაციულ ერთეულში როდის ჩატარდება შეხვედრა.

საკრებულოს თავმჯდომარეს გასვლითი სხდომის ჩატარების უფლებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 48-ე მუხლის მეორე პუნქტი აძლევს, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგი სხდომებს შორის პერიოდში, საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით ან თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register