მიხეილ ჯანელიძე – ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ქმედებები სრულიად უპასუხისმგებლო იყო

Mixail-Canelidzenin

ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ქმედებები სრულიად უპასუხისმგებლო იყო- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის მიღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტი არის ძალიან პრინციპული, კონკრეტული და ბევრს ასპექტს მოიცავს.

„ვფიქრობ, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ქმედებები სრულიად უპასუხისმგებლო იყო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ერთიანი. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის, ოპოზიციისა და საერთო მიდგომა იყოს ცალსახა, როდესაც საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, ისეთ მძიმე ფაქტებს, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა და ა.შ.

მაგრამ, დაველოდოთ, რა რესურსს გამოძებნის ოპოზიცია იმისათვის, რომ იყოს შესაბამისი იმ საჭიროებებთან, რომელიც დღეს უდგას ჩვენს ქვეყანას.

ვფიქრობ, უმრავლესობა აწარმოებს მოლაპარაკებებს პრინციპების შესაბამისად და რეზოლუციაც, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ნანახი, არის ძალიან პრინციპული, ძალიან კონკრეტული და მოიცავს ძალიან ბევრს ასპექტს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით პოზიციის დასაფიქსირებლად, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის პარლამენტის და პოლიტიკური სპექტრის ხმის მისაწვდენად.

რეზოლუციაში ბევრი ასპექტია, რომელზეც საჭიროა მსჯელობა, მათ შორის სამართლებრივი და პოლიტიკურიც და ვნახოთ რა იქნება, დებატების საბოლოო შედეგი“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

წყარო: 1tv.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register