შეცდომით დაწერილი და უცხოენოვანი აბრები მარნეულის ქუჩებში

yazi5

მარნეულის ცენტრალურ ქჩაზე მრავლადაა სხვადასხვა დაწესებულებები, ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები, სილამაზის სალონები, კვების ობიექტები. ყველა მათგანს სხვადასხვა აბრა აქვს გამოკრული მყიდველისა თუ კლიენტის მოსაზიდად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამ აბრებზე წარწერები ქართულ ენაზე არ გვხვდება ან გვხვდება, მაგრამ არასწორადაა დაწერილი.

მაგალითისათვის რომ ავიღოთ, ცენტრალურ რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს ტექნიკის მაღაზია, სადაც აბრაზე ქართულ ენაზე გვხვდება წარწერა „გალახსი“, „გალაქსის“ ნაცვლად.

yazi5

ასეთი შემთხვევები მარენულის ქუჩებში მრავლადაა.

yazi2

რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას.

yazi3

 

yazi6

 

yazi4

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 12 მარტს ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე აბრებისა და გარე რეკლამების შესახებ იმსჯელეს. მარენულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნინო ბერიძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით მომდევნო ორშაბათსაც გაიმართება, რომელსაც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწერებიან და ისინი ერთად განიხილავენ გარე ვაჭრობისა და აბრებთან დაკავშირებულ თემებს.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register