მარნეულში კანადური ბრენდის “ჭკვიანი კამერები” დამონტაჟდება

wkviani videokamera

მარნეულისთვის 85 “ჭკვიანი კამერა” შეიძინეს, მაგრამ როდის მოხდება მისი დამონტჟება ამაზე ზუსტი ინფორმაცია მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს არ აქვს, თუმცა, როგორც 14 მარტს საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა  კამერები არის კანადური ბრედის.

“მარნეულისთვის ჭკვიანი კამერები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში ინახება, თუ როდის მოხდება დამონტაჟება ზუსტად არ ვიცი, შესაძლოა, მაისის დასაწყისში.  ეს შინაგან საქმეთა სამინისტროზეა დამოკიდებული, მაგრამ აღსანიშნავი ის ფაქტი , რომ  კამერები  არის კანადური ბრედის, არც ჩინურია და არც ირანული”-ამბობს ვუგარ მამედოვი

მისივე თქმით,  საპატრულო ჯარიმების 60% ადგილობრივ ბიუჯეტში შევა, ხოლო 40 %სახელმწიფო ბიუჯეტში.

ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე, საქართველოს მასშტაბით, 31 377 დარღვევა დააფიქსირეს. „ინტერპრესნიუსმა“ მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. 31 377 ჯარიმიდან 13 581 უკვე გადახდილია, მათგან 8 625 ჯარიმის შემთხვევაში მძღოლებმა 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს და ჯარიმა 10 დღის ვადაში გადაიხადეს. საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული 61 ე.წ. ჭკვიანი კამერიდან ერთ-ერთმა კამერამ, რომელიც შიდა ქართლში, კერძოდ, გორშია დამონტაჟებული, ყველაზე მეტი – 5 698 დარღვევა დააფიქსირა. მძღოლებმა აღნიშნულ მონაკვეთზე სიჩქარეს გადააჭარბეს. შსს-ს მონაცემების მიხედვით, ნოემბერში, აჭარაში არსებული 9 კამერით ჯამში 1 275 დარღვევა დაფიქსირდა; შიდა ქართლში არსებული 3 კამერით 6 441 ჯარიმა გამოიწერა; იმერეთში არსებულმა 14 კამერამ 5 288 დარღვევა დააფიქსირა; კახეთში ერთი კამერაა და 4 ჯარიმა გამოიწერა, მცხეთა-მთიანეთში არსებული 1 კამერით 62 დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო თბილისში დამონტაჟებულმა 33 კამერამ 18 307 ჯარიმა დაწერა. ე.წ. ჭკვიანი კამერები 2017 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register