სოფლების დამაკავშირებელ მაგისტრალზე დამცავი ჯებირების გაკეთება ჯერ არ დაუწყიათ

yol bardior

შვიდ სოფელთან, მარნეულთან დამაკავშირებელ საავტობობილო გზის ნაპირზე აღებული დამცავი რკინის ჯებირების გაკეთება ჯერ არ დაუწყიათ. რადიო მარნეულმა 7 თებერვალს მოამზადა სიუჟეტი, სადაც წერეთელი- მირზოევკა- ქესალო- დიდი მუღანლო) ამ გზის მე-5 და მე- 6 კილომეტრ მონაკვეთზე რკინის დამცავი ჯებირების მოპარვის ფაქტზე მოსახლეობა საუბრობდა . ინფორმაცია რადიო „მარნეულმა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს აცნობა.

დეპარტამენტის საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურის თქმით, ინფორმაცია ადგილზე მომუშავე ზედამხედველობის სამსახურს გადაეცა. იმ შემთხვევაში თუ სამსახურის წარმომადგენელი ჯებირების გაქრობის ფაქტს დაადასტურებდნენ ინფრომაცია საპარტულო სამსახურს გადაეცემოდა და დეპარტამენტი აღდგენით სამუშაოებს ახლო მომავალში დაიწყებდა, თუმცა ადგილზე ვითარება უცვლელია.

აღნიშნულ საკითთხთან დაკავშირებით ჩვენ საგზაო დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურს დავუკავშირდით, მათ კი საქმის მოკვლევა და მოგვიანებით დაკავშირება დაგვპირდნენ.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2015 წელს მოხდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 მილიონ 750 000 ათასი ლარი იყო.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register