წერეთლის სკვერის ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო

tender

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 2018 წლის 20 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში არსებული სკვერის ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ტენდერი გამოაცხადა. „ცხრა აპრილის მემორიალის“ პროექტი მუნიციპალიტეტში პოლონელ პარტნიორებთან ერთად ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში შემუშავდა. 2017 წლის აგვისტოს თვეში კი იმდროინდელმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ რადიო „მარენულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდებოდა. მას შემდეგ რაც ტაბატაძემ ეს განცხადება გააკეთა 7 თვეა გასული.

წერეთლის სკვერის კეთილმოწყობისათვის გამოცხადებული ტენდერი გუშინ, 14 მარტს დასრულდა. მისი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 171 232 ლარი იყო.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „ტაო“-მ მიიღო, მათი შეთავაზება კი 165 498 ლარია.

ტენდერის მიხედვით წერეთლის სკვერის საპროექტო სივრცე ფუნქციურად ორ, ისტორიულ და ყოველდღიურ თანამედროვე ზომად უნდა გაიყოს.

კომპანიას რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს ორივე ზონის კეთილმოწყობა დაევალება.

პირველ ზონაში უნდა განხორციელდეს 9 აპრილის მემორიალის რესტავრაცია და მოპირკეთების აღდგენა, არსებული ასფალტის საფარის ნაცვლად უნდა მოეწყოს ქვაფენილი და გათვალისწინებულია არსებული განათების დიზაინის განახლება–შეცვლა. პროექტი ასევე ითვალისწინებს საპროექტო ტერიიტორიის ღობის განახლებას და რეკონსტრუქციას.

მეორე ზონა რამოდენიმე ნაწილადაა დაყოფილი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი აქ უნდა მოაწყოს ცენტრალური შესასვლელი, აუზის სივრცე ყვავილების გაზონითა და სასმელი წყლის შადრევნით, სპორტული ატივობების სივრცე, საბავშვო ატრაქციონების სივრცე ფერადი საფარით, მშობლების და სამკიითხველო სივრცე, წიგნების ყუთებითა და განათებით, ზრდასრულების გასართობი სივრცე შესაბამისი ავეჯით და ახალი ხე–ნარგავებით,  მოსასვენებელი სივრცე დახურული სკამ –საქანელით და ახალი ხე–ნარგავებით, ბავშვთა მოსასვენებელი სივრცე დეკორატიული მორებით, მცირე ნაგებობა საჭირო ინვენტარის შესანახად, თაროებით და მცირე ღიობით სცენის მხარეს, სადაც განთავსებული იქნება პროექტორი, სცენა, ნაწილობრივი გადახურვით პროექტორის ეკრანის უზრუნველყოფით და ტრიბუნის ტიპის სამაყურებლო.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register