საქართველოში შესაძლოა, ძიძების რეესტრი შეიქმნას
საქართველოში შესაძლოა, ბავშვის აღმზრდელების, ანუ ძიძების რეესტრი შეიქმას. აღნიშნულს ის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.
როგორც bpn.ge წერს, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აუცილებელია ისეთი პრევენციული ინსტიტუტის შექმნა, რომელიც რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიცავს ბავშვის უსაფრთხოებას. წინადადების ავტორის ცნობით, ასეთი ინსტიტუტი საქართველოში არ არსებობს.
წინადადების მიხედვით, აღმზრდელთა რეესტრის გამოყენება მშობლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება; ხოლო სააგენტოები ვალდებულნი იქნებიან საქმიანობის სფეროში მხოლოდ სახელმწიფო მონაცემთა ბაზა გამოიყენონ. ამასთან, პროექტის თანახმად, რეესტრის გამოყენება ყველასთვის ფასიანი იქნება.
წყარო: ipn.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments