250 ეტლს ბენეფიციარებს გადასცემენ

cv

მუსლიმთა სამმართველოს, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით და ორგანიზებით 14 მარტიდან 250 შშმ პირს ეტლი გადაეცემა. ბენეფიციარებისათვის განკუთვნილი 250 ეტლიდან 200 სტანდარტული მექანიკური ეტლი იქნება, 40 არასრულწლოვნებისათვის განკუთვნილი, ხოლო 10 ელექტრო ეტლი.

70 შშმ პირს, რომლებიც  მუსლიმთა სამმართველოს მიმართეს 14 მარტს გადაეცათ ეტლები. საქველმოქმედო აქციის დაწყებამდე მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა, რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თურქეთის ელჩმა და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ახლო მომავალში ყველა ეტლი იმ შშმ პირებს გადაეცემა რომლებმაც მათ მიმართეს.

„საქართველოს ყველა რეგიონს მივმართეთ. მათ ჩვენ იმ პიროვნებების სია და პირადობის მოწმობის ასლები გამოგვიგზავნეს ვისაც დახმარება ესაჭიროებათ. ამ სიაში არიან როგორც მუსლიმები ისე სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც. მარნეულის რაიონიდან კი 20-ზე მეტმა ადამიანმა მოგვმართა დახმარეების თხოვნით.“ – რამინ იგიდოვი

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს პრესსამსახურის თანამშრომელმა ოკტაი ისაევმა გვითხრა, რომ თუ ვინმე მათ კიდევ მიმართავს საჭირო დახმარება მათთვისაც იქნება უზრუნველყოფილი.

„თუ ვინმე მოგვმართავს ჩვენ მზად ვართ რომ დავეხმაროთ. სამმართველოს მიერ არამარტო ეტლები რიგდება არამედ, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქციებსაც ვატარებთ“ – ოკტაი ისაევი

შეგახსენებთ, რომ მუსლიმთა სამმართველომ გასულ წლებშიც  გამართა საქველმოქმედო აქცები  და მომავალშიც გეგმავენ მსგავსი პროექტების განხორციელებას.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register