სტუდენტების ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად 1+4 პროგრამის სტაჟირება იგივე ფორმატით გაგრძელდება

STAJIREBA

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოსმ სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 14 მარტს, 1+4 პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. სტაჟირების პროგრამის პირველი ეტაპი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო რომლის ფარგლებშიც 65-მა სტუდენტმა 20 სახელმწიფო უწყებაში გაიარა სტაჟირება.

სევინჯ ჰუმბატოვა მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანში ცხოვრობს, სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპადმცოდნეობის ფაქულტეტზე და ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებთაგან რომლებმაც ამ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. სევინჯი რუსთვში, ქვემო ქართლის გუბერნიაში გადანაწილდა სტაჟირების მისაღებად.

„რამოდენმეჯერ ვიყავით წასულები. ვიჯექით კანცელარიაში. არავინ ინტერესდებოდა ჩვენით. არანაირი სტაჟირება არ გაგვივლია, უბრალოდ მივდიოდით კანცელარიაში და ვისხედით. ვიჯექით და ვუყურებდით როგორ მიქონდათ და მოქონდათ განცხადებები მეტი არაფერი. არაფერი არ გვისწავლია, დაახლოებით თორმეტჯერ ვართ წასულები,  დავინახეთ რომ ჩვენ არავინ  ყურადღებას არ გვაქცევს, არაფერს გვასწავლის, არაფერს გვავალებს და ამიტომ შევწყვიტეთ სიარული.“  – სევინჯ ჰუმბატოვა

ელმადინ მამედოვიც ილიაუნში სწავლობს, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე მან სტაჟირება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიარა თუმცა სამთვიანი სტაჟირების ნაცვლად მან უწყებაში მხოლოდ 10 დღე გაატარა.

„სამი თვის მანძილზე სულ რამოდენიმეჯერ წავედით, მე მარტო არ ვყოფილვარ ოთხნი დავდიოდით ამ სამინისტროში.  დროზე შეთანხმებულები ვიყავით, როდის უნდა მივსულიყავით სამინისტროში და პიროვნება რომელიც ჩვენი კოორდინატორი უნდა ყოფილიყო არასდროს არ იყო ადგილზე. ამ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ერთი რამ ვისწავლე, რომ ჩვენი უწყებები, სამინისტროები არ მუშაობენ.“ – ელმადინ მამედოვი

სტაჟირებაგავლილი სტუდენტები თვლიან რომ თუ პროგრამის ორგანიზატორები სტაჟირების პროცესს ყურადღებას არ მიაქცევენ, მაშინ პროგრამის მეორე ნაწილიც პირველის მსგავსად წარუმატებლად დასრულდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის ელისო ლომიძის თქმით, მათ დღემდე აქვთ აქტიური კომუნიკაცია სტაჟირების პროგრამის პირველი ეტაპის მონაწილეებთან.

„მათ შევავსებინეთ კიდეც წერილობითი ფორმები და შევეცადეთ გაგვერკვია მათი შეფასებები, წარმოდგენები, რეკომენდაციები, რომ შემდგომში გაგვეთვალისწინებინა. კომუნიკაცია ასევე გვქონდა სტაჟიორების ხელმძღვანელებთან და ჩვენ უკვე ვაპირებთ მეორე ნაკადის შემდგომ დამოუკიდებელ ექსპერტს შევაფასებინოთ ჩვენი სტაჟირების პროგრამა და ამის შემდეგ კიდევ უფრო დავხვეწოთ აღნიშნული პროგრამა.“ – ელისო ლომიძე

ელისო ლომიძე ასევე ამბობს, რომ ცალკეული სემთხვევები როდესაც სტუდენტები სტაჟირების პროგრამით უკმაყოფილოები იყვნენ ბუნებრივი მომენტია, საბოლოო ჯამში კი მისი აზრით პროგრამა წარმატებით განხორციელდა.

რადიო „მარენული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register