ომბუდსმენმა საზმაუს მეურვეობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა

news

ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა. მის კანდიდატურას კენჭი პარლამენტის სხდომაზე ეყრება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. ზვიად დევდარიანმა 7 დადებითი ხმა მიიღო, 2 – უარყოფითი.

კანონმდებლობის მიხედვით, შერჩეული კანდიდატურები კომისიამ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატს უნდა შესთავაზოს.

ზვიად დევდარიანის კონცეფციას საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. დევდარიანი სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორია.

წყარო: netgazeti.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register