საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის საიტზე არ იძებნებიან

marneuli-gov-ge 22

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ჯერ კიდევ გაუმართავია. თუ მოქალაქეს საკრებულოს დეპუტატებთან სურს დაკავშირება მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი მისთვის გამოუსადეგარი იქნება.  მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე თითქმის ნახევარი წელია მუშაობენ, არცერთი საკრებულოს წევრის შესახებ საიტზე ინფორმაცია განთავსებული არაა. მოქალაქე საიტზე შესვლის შემთხვევაში მერის საკონტაქტო ინფორმაციასაც ვერ ნახავ. მერის მოადგილის ლაშა ლობჯანიძის ნომრის გარკვევა კი ჩვენ ქვემო ქართლის გუბერნიაში მოგვიწია, რადგან საიტზე არც მისი ნომერია განთავსებული. საიტზე არ მოიძებნება ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების შესახებ ინფორმაცია და ასევე ვერ ნახავთ საკრებულოს წევრების სიას. საიტი უკვე ერთ წელზე მეტია რაც გაუმართავად მუშაობს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი უფროსი, თინათინ მაშანეიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ საიტის რეკონსტრუქციის პროცესი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო.  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსი მარიამ ხაჩიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამჯერად საიტზე მონაცემების არარსებობა მუნიციპალიტეტში სტრუქტურულმა ცვლილებებმა გამოიწვია.

„ ჩვენ ეტაპობრივად ვანახლებთ ყვალა იმ ინფორმაციას, რომელიც დროულად გამოქვეყნებას საჭიროებს. გამომდინარე აქედან, მიმდინარეობს მუშაობა ჩემი სამსახურის თანამშრომლები და მეც ვმუშაობთ სხვადასხვა სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის. რაც შეეხება ა(ა)იპ და შპს-ებს, მოგეხსენებათ აქაც იყო ცვლილებები ხელმძღვანელი პირების დანიშვნაზე და გამომდინარე აქედან უახლოეს დღეებში იქნება ეს საკითხიც მოგვარებული.“ – მარიამ ხაჩიძე

ხაჩიძის თქმით, საიტზე განახლებული ინფორმაციის განსათავსებლად მისი სამსახური ამ წუთებშიც მუშაობს, ხოლო თუ რატომ არაა ვებგვერდზე საკრებულოს წევრების სია, ამის გასარკვევად საკრებულოს აპარატში გადაგვამისამართა. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნინო ბერიძის თქმით, საკრებულოს აჰყავს პიარის სპეციალისტი და გემავენ საკუთარი ფეისბუქ გვერდის გაკეთებას, სადაც საკრებულოს მუშაობის შესახებ ყველა სახის ინფორმაციას განათავსებენ.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register