თბილისში მირზა ფატალი ახუნდოვისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

mirze1

15 მარტს „კავკასიურ სახლში“ თბილისში მწერლის და საზოგადო მოღვაწის მირზა ფატალი ახუნდოვის გარდაცვალებიდან 140 წლის დღისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. ახუნდოვმა  თბილისში 44 წელი იცხოვრა. ის სპარსულ და  თურქული ენებს ასწავლიდა, იყო თარჯიმანი და იზიარებდა რევოლუციურ, დემოკრატიულ იდეებს. მისი ნაწარმოების მიხედვით დაიწყო აზერბაიჯანული თეატრის განვითარება. მწერლის  მოღვაწეობის წლებზე და მის როლზე დამსწრე საზოგადოებას თარჯიმანი ოქტაი ქაზუმოვი უყვებოდა.

„მირზა ფატალი ახუნდოვამდე კავკასიაში მცხოვრები აზერბაიჯანლების,  პოლიტიკური და  განათლების კუთხით მდგომარეობის შესახებ ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ მირზა ფეტელი ახუნდოვის მიერ დანერგილ სიახლეებზე, მსმენელებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შეახებ თუ ვის მოსაზრებებს ეფუძვნებოდა მისი მსოფლმხედველობა. კონკრეტულად აქ ვოლტერის და რუსოს შესახებ გვქონდა მსჯელობა. ასევე მის, როგორც პიროვნებად ჩამოყალიბებაში მირზა შეფი ვაზეჰს აქვს დიდი როლი. ისიც აღვნიშნეთ, რომ ის ჩამოვიდა თბილისში, ისწავლა რუსული ენა და აქ დაიწყო მოღვაწეობა.”

ახუნდოვის სატირული მოთხრობა “მოტყუებული ვარსკვლავები” ქართულად პირველად 1834 წელს ითარგმნა და ახალი აზერბაიჯანული მხატვრული პროზის საუკეთესო ნიმუშად ითვლება.

“თავის პიესებს გასაგებ, ნათელ ენაზე გადმოსცემდა მკითხველებისათვის. თითო პიესა იმ დროს ჩვენს ეროვნებაში არსებულ ერთ-ერთ ნაკლს ეძღვნებოდა. სამწუხაროა რომ მის მიერ აღნიშნული ბევრი ნაკლი არ შეცვლილა და დღესაც არსებობს ჩვენს ერში.”

შეხვედრაზე მომხსენებელმა ასევე მირზა ფატალი ახუნდოვის მომავალ თაობეზე ზეგავლენაზე ისაუბრა. მიმდინარეობა რომელიც მწერალმა შექმნა შემდგომში დრამატურგებმა განავითარეს.

“ჩვენ აქ ჯელილ მამედგულუზადეს და ფაიგ მეჰმანზადეს მიერ დაფუძნებულ “მოლა ნესრედინის ” ჟურნალის მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ. ზოგადად მირზე ფატალი ახუნდოვი ისეთი პიროვნება იყო რომელმაც თავის შემდგომ დიდი გზა გახსნა, დღეს კი ჩვენ ამ გზის გაგრძელებით უფრო დიდი განვითერბის მიღწევა შეგვიძლია.”

საღამოს ასევე ესწრებოდა თარჯიმანი ემინ მაჰმუდოვი, რომელმაც მწერლის ქართულ ენაზე ნათარგმნი ლექსები დამსწრეებს წაუკითხა.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register