“ნაციონალიზმის ზრდა შესაძლოა დესტაბილიზაციის გამომწვევი გახდეს” – იან კელი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის შესახებ

USA Ian Keli

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი 33 წლიან დიპლომატიურ კარიერას ასრულებს. მარტის ბოლოს ის საქართველოში ელჩის რანგში 3 წლიან მოღვაწეობასაც დაასრულებს, რის შემდეგაც ჩიკაგოში ნორსვესტონის უნივერსიტეტში გაუძღვება სალექციო კურსს. იან კელი საქართველოში სამწლიან მუშაობას აფასებს, რის ფარგლებშიც მან ჩაწერა ფეისბუქ ლაივი სადაც რეგიონალური მედიისა და მოქალაქეების კითხვებს უპასუხა. რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ მოხდეს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა შემდეგნაირად უპასუხა:

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი არის რთული ნებისმიერი დემოკრატიისათვის და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ჰქონდა სიძნელეები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, როდესაც საქმე ეხებოდა ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობას, მათ ინტეგრაციას, ეს იყო ენის პრობლემა და აგრეთვე სხვადასხვა სიძნელეები, ლეგალურ თუ არალეგალურ ემიგრანტებთან. მე ვიტყოდი რომ ამ მიმართულებით ორი საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, პირველი ეს არის პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა იყოს უფრო ინკლუზიური და ღია, ხოლო მეორე ეს გახლავთ რესურსი, რომ მოხდეს ამ ინიციატივების მხარდაჭერა.

მე გავიზარდე ამერიკის შეერთებულ შტატებში 60-იან წლებში და ამის გამო მე კარგად მესმის თუ რაოდენ საშიში შეიძლება იყოს უმცირესობების გარიყვა პოლიტიკური ცხოვრებიდან და სადაც კი მქონია შესაძლებლობა, საქართველოს მთავრობასთან საუბრისას თუ სხვა, ყოველთვის გამიმახვილებია ამ საკითხზე ყურადღება.

მოკლე პასუხი ამ შეკითხვაზე იქნებოდა, დიახ, რა თქმა უნდა შეიძლება რომ უფრო მეტი გაკეთდეს ამ მიმართულებით თუმცა მე ვხედავ, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად ინკლუზიური, ღია, გახსნილი უმცირესობების მიმართ, თუმცა მთავარი სიძნელე და პრობლემა ამ მიმართულებით რესურსების ნაკლებობაა. სწორედ ამიტომაც ჩვენ ძალიან ბევრი ერთობლივი პროგრამა განვახორციელეთ ამ რეგიონებშიც. ჩვენს პროგრამებთან დაკავშირებით რამოდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად როდესაც შეიქმნა სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს სწავლებას ეთნოლოგია, მეცნიერება და მათემატიკის მიმართულებით, ჩვენ მაშინ აღმოვაჩინეთ რომ ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონებიდან ბავშვებს გარკვეულწილად ჰქონდათ ენის პრობლემა და შესაბამისად ცალკე პროგრამა შევქმენით მათთვის ენის შესწავლაში დასახმარებლად.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აქვს სასტიპენდიო პროგრამა, იმ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის რომლების ოჯახებიც  ნაკლებად უზრუნველყოფილი არიან და როგორც ვიცი, უმეტესი მათგანი აზერბაიჯანულენოვანი ახალგაზრდები არიან.

თუმცა რაც ნამდვილად არასასიამოვნოა, რასაც ზოგადად ვაკვირდებით ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ეხება ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და მათ შორის ევროპასაც, ეს არის ნაციონალიზმის ზრდა და რა თქმა უნდა ეს პოტენციურად არის ძალიან საშიში მიმართულება და შესაძლოა იყოს დესტაბილიზაციის გამომწევი, ასევე შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა კანონის აღსრულებასა და წესრიგზე, რადგანაც ეს პირები ხშირად თვითონ ცდილობენ რომ აღასრულონ კანონი და მათ არ სურთ ხედავდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს საქართველოში, ქვეყანაში რომელიც გამოირჩევა მრავალეთნიკურბით. ამ საკითხზე ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია და მოგვიხსენებია ჩვენი აზრი საქართველოს მთავრობისათვის.“ – იან კელი.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register