N3 საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა აიკრძალა თუ გადაიდო? – მოსწავლეებში კითხვის ნიშნები გაჩნდა

mektebli

მარნეულის N3 საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება მოსწავლეებს აუკრძალეს. როგორც სკოლის მოსწავლეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ღონისძიების ჩატარებამდე სკოლის დირექტორმაც და ადმინისტრაციამაც იცოდა, რომ ღონისძიება 19 მარტს, 12 საათზე ჩატარდებოდა, მაგრამ რამდენიმე წუთით ადრე სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს  განუცხადა, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს კონცერტის გამართვა არ შეეძლოთ.

ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც თავადაც უნდა მიეღო კონცერტში მონაწილეობა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დირექტორის განცხადების შემდეგ მოსწავლეების ნაწილი პროტესტის ნიშნად სკოლიდან წავიდა და როგორც შემდგომ მას უთხრეს ღონისძიების ჩატარება სკოლის ეზოს ნაცვლად ადმინისტრაციამ შენობაში გადაწყვიტა.

სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელიც გვიდასტურებს, რომ ბავშვებს 12 საათისათვის უკვე სპეციალური ფორმებიც ეცვათ და ნოვრუზ-ბაირამისათვის სიმბოლურად კოცონის ანთებასაც აპირებდნენ, როდესაც სკოლის დირექტორმა ღონისძიების გადადების შესახებ აცნობა.

ზუსტი ინფორმაციის არქონის გამო,  მოსწავლეებმა დირექტორის ქმედება ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისათვის მიძღვნილი ღონისძიების ჩატარების აკრძალვად აღიქვეს.

მოსწავლეებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მიიღო, რადიო „მარსნეულს“ კი განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ ეროვნული უმცირესობებისათვის მნიშვნელოვანი დღესასწაულებისადმი მიძღვნილ, დაგეგმილ ღონისძიებებს სამინისტრო არ კრძალავს და ხვალ მარნეულის N2 საჯარო სკოლაშიც  იგეგმება  ჩატარება, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დროს ნებისმიერი ღონისძიების ჩატარება დაუშვებელია და აღნიშნული ღონისძიებაც ორის ნახევრისათვის გადაიდო. ღონისძიების ჩატარების დასამტკიცებლად ომაროვი ამბობს, რომ კონცერტის ამსახველი ფოტომასალაც არსებობს, რომელსაც ჩვენთან საუბრის დროს მას დირექტორი აჩვენებდა.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულის სკოლებში წლების განმავლობაში ტარდება.  ღონისძიების ჩატარების გამო მსგავსი პრობლემა კი არასოდეს შექმნილა.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register