სოფელ პირველ ქესალოში ნაგვის გორებზე პირუტყვი ბალახობს
სოფელ პირველ ქესალოში შესვლისთანავე, ცენტრალურ მოედანზე ნარდის მოთამაშე კაცებს დაინახავთ, მათთან მიახლოებისას ვკითხეთ თუ როგორ ცხოვრობენ სოფელში და რა პრობლემები აწუხებთ მათ. ცენტრიში შეკრებილმა მოსახლეობამ ბევრი საკითხის განხილვა დაიწყო, მაგრამ ყველანი მთავარ პრობლემად ნაგავსაყრელის მოუწესრიგებლობას ასახელებდა. სოფლის ცენტრიდან დაახლოებით 40-50 მეტრში, საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს, ნაგვის მძაფრი, უსიამოვნო სუნი იგრძნობა. ერთმანეთზე დაყრილმა ნარჩენებმა უკვე გორები შექმნა. მოსახლეობის თქმით, მსგავსი ვითარება სოფელში ნაგვის ურნების არქონითაა გამოწვეული. ნაგავსაყრელზე კი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა მკვდარ პირუტყვსაც ნახავთ.
სოფლის მკვიდრები ასევე ამბობენ, რომ მათი პრობლემით მხოლოდ არჩევნების პერიოდში ინტერესდებიან, არჩევნების შემდგომ კი სოფელ პირველი ქესალოს პრობლემებს ყველა ივიწყებს.
ანტისანიტარიული მდგომარეობა ფერმერებსაც აწუხებთ, მათი თქმით მსხვილფეხა პირუტყვი სოფელში ადვილად ავადდება, რადგან სოფელის ნაგავსაყრელზე ბალახობენ.
„სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელი ლერი მუმლაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მას უკვე ჰქონდა მერთან შეხვედრა, რომელზეც გზის ნაპირას არსებულ ნაგავსაყრელებზე ისაუბრეს.
ლერი მუმლაძის თქმით, ბაირამის დღესასწაულის შემდგომ სავარაუდოდ გაიწმინდება ლეჟბადინი-ქურთლიარის მიმდებარე ტერიტორია, ავტობანზე კი წითელი ხიდის, სადახლოსა და კირიხლოს მიმდებარე ტერიტორიები.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments