ნოვრუზ ბაირამისთვის საკონდიტროებში ძირითადი მოთხოვნა ფახლავაზე და შაქარბურაზეა

1

ნოვრუზ ბაირამის დღესასაწაული ახლოვდება.  უკვე ერთი კვირაა, რაც მარნეულის ბაზარში ხალხმრავლობა შეიმჩნევა მოსახლეობა პროდუქტის შესაძენად ბაზარს დილიდან სტუმრობს. დღესასწაულზე ტკბილეულს გამორჩეული ადგილი უჭირავს, მოსახლეობის უმრავლესობა მარტივ გზას ირჩევს  და მზა საკონდიტრო ნაწარმს ყიდულობს, ამიტომ საცხობებს არაერთი მყიდველი სტუმრობს ზოგი წრინასწარ ყიდულობს, ზოგიც კი თადარიგს იჭერს და წინასწარ უკვეთავს. ბევრი მცდელობის მიუხედავად „რადიო“ მარნეულს ერთ-ერთი საკონდიტრო დათანხმდა ინტერვიზე და განსაკუთრებული ფახლავის რეცეპტიც გავიმხილეს, რომელსაც  გარდა დღესასწაულისა ყოველდღიური დამგემოვნებელიც ბევრი ჰყავს.

bay

ფახლავას ერთ პორციისთვის კილო ნახევარი ფქვილი, ერთი პაჩკა კარაქი, 5 გრ საფუარი, 200 გრ ხაჭო და 3 კვერცხია საჭირო. ამ ყველაფრისგან ცომს ვამზადებთ. მერე ცოტა ხნით ველოდებით, შემდგომ კი 12 ცალ პატარა ბურთულებს ვაკეთებთ ცომისგან. სულ პირველი ფენა სქელი უნდა იყოს, დანარჩენ ფენებს თხლად ვამზადებთ და შიგთავსისთვის ნიგოზს, შაქარს ვურევთ ერთმანეთში და  ფენებს შორის ვყრით. სულ ზემო ფენას კვერცხს და კარაქს ვუსვავთ და ვაცხობთ.- ამბობს საკონდიტროს ერთ-ერთი მცხობელი

ტრადიციული ფახლავის მომზადება საკმაო შრომას მოთხოვს, მას 40 ფენა უნდა ჰქონდეს.

ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულისთვის ფახლავას გარდა,  განსაკუთურარებულ მოთხოვნაშია  შაქარბურა, რომლის მოსამზადებლადაც თქვენ დაგჭირდებათ 1 კგ ფქვილი, ნახევარი პაჩკა კარაქი, 5 გრ საფუარი, 1 ჭიქა რძე, 2 სუფრის კოვზი ხაჭო და  2ც კვერცხი . ამ იგრედიენტებით ცომს ვამზადებთ, შემდეგ კი პატარა 10 გრამიან ბურთულებს ვაკეთებთ. შიგთავსი ფახლავის მსგავსია შესაბამის ფორმას ვაძლევთ და ნაქარგენს ვუკეთებთ. ყოველივე ამის შემდგომ კი გამოსაცხობად მზად არის.

bay1

ნოვრუზ-ბაირამობა ახალ დღეს ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს. მარნეულში ტრადიციულად 21 მარტს აღინიშნება ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register