ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა 76%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა

rusiya secki

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება.  ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად მან ხმათა 76.65% დააგროვა.

პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

„მე ვხედავ იმედს და ნდობას. დიდი მადლობა, რომ ასეთი ძლიერი მრავალმილიონიანი გუნდი ვართ. წარმატება გველის“, – განაცხადა პუტინმა.

მეორე ადგილზე “კომუნისტური პარტიის” კანდიდატი პაველ გრუდინინი გავიდა, ხოლო მესამეზე ვლადიმერ ჟირინოვსკი. ამომრჩეველთა აქტიურობამ 67% შეადგინა.

წყარო: ipn.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register