თბილისის ავტობუსების 56%-მა 2017 წელს ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა

texniki-baxis-masin-liderxeber-6401

აუდიტის სამსახურის ცნობით, თბილისში მოძრავი ავტობუსების 56%-მა 2017 წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, 2017 წელს თბილისში არსებული 816 ავტობუსიდან 143 “მანის” ფირმის ავტობუსს არ ეკუთვნის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456-მა ინსპექტირება ვერ გაიარა.

აუდიტის მოპოვებული ინფორმაციით, ავტობუსების უმეტესი ნაწილი გაუმართავია და ისინი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად ინსპექტირებას ვერ გადიან, რაც გამოწვეულია გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობით.

“ასეთი ავტობუსების ექსპლოატაცია საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია”, – აცხადებს აუდიტის სამსახური.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ავტობუსების საშუალო ასაკი 12 წელზე მეტია, საგზაო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ნაკლებობამ განაპირობა მათი მდგომარეობის გაუარესება. მგზავრთა გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობის მიუხედავად, სატრანსპორტო კომპანია ავტობუსებს მაინც უშვებს ხაზზე.

წყარო: netgazeti.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register