ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს
2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები განიხილავენ, თუ ვინ დაწერს რეზოლუციის პროექტს. დოკუმენტს, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებენ.
„მიმდინარეობს მუშაობა, რომ ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ოკუპაციაზე, ძირითადად, ომზე და ოკუპაციის შედეგებზე. რეზოლუციის მიღებას, ალბათ, ზაფხულში უნდა ველოდოთ, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე. ამ კონტექსტში ჩვენი პარლამენტის გადაწყვეტილება ძალიან დროულია. მუშაობა გაგრძელდება იმაზეც, რომ ევროპარლამენტმაც თავისი მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. ამაზე რამდენიმე კვირის წინ საუბარი იყო ევროპარლამენტში საქართველოს პარლამენტის მრავალპარტიული დელეგაციის სტუმრობის დროს“, – განაცხადა საბანაძემ.
წყარო: ipn.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments