2017 წელს საქართველოში გვარი 8 339-მა პირმა შეიცვალა
2017 წელს საქართველოში გვარი 8 339-მა პირმა შეიცვალა. უფრო კონკრეტულად, იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა მამაკაცმა და 5467-მა ქალმა, ხოლო მეუღლის გვარი – 418-მა მამაკაცმა და 477-მა ქალმა.
რაც შეეხება 2016 წელს, პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1678-მა მამაკაცმა და 5497-მა ქალმა. ამავე წელს მეუღლის გვარი მიიღო 398-მა მამაკაცმა და 464-მა ქალმა.
2016 წელს 58-მა პირმა სახელი ან გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ. 2017 წელს 59-მა პირმა შეიცვალა სახელი ან გვარი ორჯერ, ხოლო 1 პირმა – 4-ჯერ.
წყარო: ipn.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments