ნოვრუზ ბაირამის მისალოცად გიორგი ვაშაძე მარნეულს ესტუმრა

დღეს, 20 მარტს მარნეულს ნოვრუზ ბაირამის მისალოცად პარტია „ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ესტუმრა და ეს დღესასწაული მიულოცა. ბარათაშვილის ქუჩაზე სეირნობის დროს ის გამვლელებს ნოვრუზ-ბაირამს ულოცავდა, მათი პრობლემებით დაინტერესდა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული და საქართველო, როგორც მრავალკონფესიური ქვეყანა პატივს უნდა სცემდეს ყველა რელიგიას და მათ კულტურას, დღესასწაულებს. ქართული სიძლიერე სწორედ ამაშია, რომ ერთმანეთს ვაფასებდეთ, პატივს ვცემდეთ. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ, რომ ჩვენს მუსულმან ძმებს, ჩვენს თანამემამულეებს მივულოცოთ ეს დღესასწაული“-ამბობს გიორგი ვაშაძე
ვაშაძემ ნოვრუზ ბაირამის დღეასაწაულისთვის სიმბოლურად კოცონის ანთებაშიც მიიღო მონაწილეობა.
შეხედრაზე დამსწრეებმა მას ნოვრუზ ბაირამის შესახებ ტრადიციები გააცნეს.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments