ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის მოსწავლეებმა დეფილე ფერადი ქაღალდებისგან შქმნილი კაბებით მოაწყეს

დღეს მარნეულის N2 საჯარო სკოლამ ნოვრუზ ბაირამისთვის მიძღვნილი ღონისძიება გამართა. სკოლის მოსწავლეებმა დამსწრეებისთვის სიმღერები და ცეკვები შეასრულეს, დეფილეც მოაწყვეს.
პარლამენტის დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა დღესასწაული დამსწრეებს მიულოცა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, რესურს-ცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი, დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი და ორი მოწვეული მწერალი, რომლებმაც დამსწრეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.
უკვე რამედენიმე დღეა, რაც მარნეულში სკოლები და საბავშვო ბაღები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მართავენ.
ნოვრუზ-ბაირამობა ახალ დღეს ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments