ახალგორის გამგებელი – არჩილ ტატუნაშვილს ხელებსა და სახეზე დაზიანებები აქვს

arc

ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თინიკაშვილმა განუცხადა, ტატუნაშვილს დაზიანებები ხელებზე და სახეზე აქვს, თუმცა, მისი თქმით, დეტალებს, მათ შორის იმას, თუ რა სიმძიმისაა დაზიანებები, ექსპერტიზა დაადგენს.

„არის საუბარი, რომ ხელებზე და სახეზეც აღენიშნება დაზიანებები, თუმცა ამ ყველაფერს ექსპერტიზა დეტალურად დაადგენს. დაველოდოთ ამ დასკვნას“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ამასთან, ახლობლების ნაწილის ინფორმაციით, სხვა დაზიანებებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილს საჩვენებელი თითი აქვს მოჭრილი.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გუშინ დაუბრუნეს.

წყარო: ipn.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register