მარნეულმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს და მთავრობის წევრებს უმასპინძლა

kon

დღეს მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღეასწაულისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაესწრენ  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

kon1

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გრიგოლ ნემსაძემ დამსწრეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

„ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად, მეგობრულად ურთიერთთანამშრომლობაში ვცხოვრობთ და ვაყვავებთ ჩვენს ლამაზ სამშობლოს. მე ვისურვებდი, რომ ყველა თქვენგანის ოჯახში იყოს კეთილდღეობა, სიკეთე ახალი იმედები. გილოცავთ ყველას ამ დღეს და გისურვებთ წარმატებებს!“– ამბობს გრიგოლ ნემსაძე

მან  დამსწრეებს საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მისალოცი  წერილები წაუკითხა და აღნიშნა, რომ მათი ჩამოსვლის დიდი სურვილის მიუხედავად დასწრება არჩილ ტატუნაშვილის  ცხედრის გამო ვერ მოხეხდა, რომელიც ქართულ მხარეს 26 დღიანი ლოდინის შემდგომ გადმოსცეს.

დღევანდელი დღე მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა დამსწრეებს მიულოცა .

„მოკლედ მინდა მოგილოცოთ, ვინაიდან მე ვრჩები თქვენთან, ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთვის, თქვენს სამსახურში. ჩვენ ერთად  ავაშენებთ, გავალამაზებთ, ავაყვავებთ ჩვენს მარნეულს“ -ამბობს თემურ აბაზოვი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  მნიშვნელონად შეაფასა ქვეყანაში  თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური კუთვნილებისა.

„სახელწიფო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური კუთვნილებისა, ამ ქვეყანაში იყოს დაცული. მათ შორის იმ ტერიტორიებზე, სადაც დღეს ადამიანის უფლებები უხეშად ილახება“-ამბობს ქეთევან ციხელაშვილი

მარნეულში ასევე სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში თურქეთის ელჩი და პოლონეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

kon6

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებმა დაათვალიერეს სპეციალურად ამ დღისადმი ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილი პავილიონები, ეთნოკუთხეები, ნახატების გამოფენები.

kon5

kon4

ასევე სტუმრებმა დააგემოვნეს ტრადიციული ტკბილეულის სუფრა  მოინახელეს სპორტული ასპარეზობები. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი საკონცერტო პროგრამას დაეთმო, სადაც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ადგილობრივი ასევე, მოწვეული სტუმრები.

kon7

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register