ნოვრუზ ბაირამის მილოცვისას ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლესის და უფლებების დაუცველობაზე ისაუბრა
დღეს მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა. კონცერტის მსვლელობისას მარნეულელებს სიტყვით სხვა და სხვა უწყების მინისტრებმა მიმართეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მნიშვნელონად შეაფასა ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა.
„ ვიცი რომ ეს არის ერთგვარი საოჯახო დღესასწაული და დღეს მთელი საქართველო როგორც ერთი ოჯახი, განურჩევლად ჩვენი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა ამ დღესასწაულის თანაზიარი გახლავთ. ვიცი რომ ბევრი რამ გვაერთიანებს, ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და პირველ რიგში მშვიდობის ქონის სურვილი გვაერთიანებს, გვქონდეს ქვეყანაში კეთილდღეობა იმიტომ, რომ ეს თითოეული ოჯახის კეთილდღეობას ნიშნავს და მალე დასრულდეს ის მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე, სადაც დღეს ჩვენ არაგვაქვს კონტროლი, ადამიანების, ოჯახების უფლებები უხეშად ირღვევა, არაა დაცული სიცოცხლე და უსაფრთხოება. დღეს აქ პრემიერ-მინისტრი ვერ ჩამობრძანდა მისი დიდი სურვილის მიუხედავად იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ განსაკუთრებულად ტრაგიკული ფაქტი მოხდა, გუშინ მოხდა ჩვენი თანამოქალაქის ცხედრის გადმოსვენება. მე არ მინდა დაგამძიმოთ, მაგრამ მინდა დაგპირდეთ და გითხრათ რომ ჩვენი სახელმწიფო თქვენთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში თითოეული ჩვენი მოქალაქე, მართლაც განურჩევლად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, ყველანი, მართულხლართებს იქეთ თუ აქეთ მცხოვრებნი, იყვნენ ამაყნი, იყვნენ დაცული, იყვნენ თანასწორი, ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ იცხოვრონ თავისუფლად, მშვიდად, განვითარდნენ და განავითარონ საკუთარი ნიჭი.“ – ქეთევან ციხელაშვილი
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments