პრეზიდენტი – “დღეს მე არ ვარ თქვენთან ერთად, მაგრამ თქვენს გვერდით ვდგავარ, თუმცა დღევანდელ ზეიმს თან ახლავს მწუხარება ჩვენი თანამემამულის”

margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მან თავად ჩამოსვლა ვერ მოახერხა არჩილ ტატუმაშვილის ცხედრის გამო, რომელიც ქართულ მხარეს 26 დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.  მისი მისალოცი წერილი კი მოსახლეობას მარნეულში დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გრიგოლ ნემსაძემ გააცნო.

გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, გაზაფხულის, ახლის დაბადების, იმედისა და სიყვარულის ზეიმს. ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები ერთად ვქმნით იმ დოვლათს, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს ქვეყანას: შრომა და შრომისმოყვარეობა – ეს სწორედ ის სიმდიდრეა, რომელიც აზერბაიჯანელ ხალხს ამშვენებს და სამაგალითოა სხვა ერებისათვის.

შეგიძლიათ თამამად იამაყოთ, ჩვენი საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში, თქვენი შრომითა და გარჯით შეტანილი უდიდესი წვლილით.

დღეს მე არ ვარ თქვენთან ერთად, მაგრამ თქვენს გვერდით ვდგავარ, თუმცა დღევანდელ ზეიმს თან ახლავს მწუხარება ჩვენი თანამემამულის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო, რომლის ნეშტიც გუშინ გადმოასვენეს.

ვიცი, რომ ასე მხარდამხარ დგომითა და შრომით შევქმნით ძლიერ და თავისუფალ სახელმწიფოს! კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!- ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register