ნოვრუზ ბაირამის კულტურული ღონისძიების ორგანიზების მომსახურება მერიას 11 999 ლარი დაუჯდა

tender

მარნეულის მერიამ ნოვრუზ ბაირამის კულტურული ღონისძიების ორგანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის საწყისი თანხა 19 228.00 GEL

ტენდერში ოთხი მონაწილე იყო.

მონაწილეები

ტენდერის პირობებიდან გამომდნარე გამარჯვებული არ ჩანს, თუმცა საბუთებში  ჩანს, რომ ტენდერში გამარჯვა ინდივიდუალურმა მეწარმემ  ლაშა კვარაცხელიამ. მის მიერ მიწოდებულმა თანხამ შეადგინა 11 999 ლარი.

კონცერტი ჩატარდა დღეს, 21 მარტს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები, ანსამბლი „ფორტე“ და აზერბაიჯანიდან ჩამოსული აზერბაიჯანის სახალხო არტისტი აიგუნ ქაზიმოვა. შედის თუ არა მეზობელ ქვეყნიდან ჩამოსული მომღერლის ჰონორარი ტენდერში უცნობია.

ამას გარდა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღსანიშნავად მოეწყო პავილიონები აზერბაიჯანული და ქართული კუთხეებით, სპორტული შეჯიბრები და ადგილობრივი ხელოვნების: მხატვრების, ხელნაკეთი ნივთების ავტორების გამოფენები.


ტენრედის მოთხოვნის თანახმად გამარჯვებულ  იდივიდუალურ მეწარმეს უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი მოთხოვნები:

  • სცენა 10*8მ.ზომის, გადახურვა ასაწყობი ქარხნული წარმოების, საკონცერტო დატვირთვით გადახურვის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 5-6მ. პოდიუმის სიმაღლე-1,5მ. მისი შეფუთვა გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ტიპის ქორეოგრაფიული და საკონცერტო ნომრებისათვის. სცენაზე ასასვლელი კიბეების რაოდენობა და ზომები თანხმდება შემსყიდველთან.
    • ხაზობრივი წყობის, ცნობილი ბრენდის LINE ARRAY SYSTEM ,მაღალი და საშუალო ხარისხის დინამიკები,რაოდენობა-8. სასცენო მონიტორები -4, პროფესიონალი გახმოვანების რეჟისორი -1.
    • პროფესიონალური პარტიკაბელები ტელევიზიებისა და პრესისთვის (1მ.სიმაღლის სუპერმყარი) 20კვ.მ, 2ცალი ასასვლელი კიბით.
    • სცენის განათება, 2 ცალი WIND UP ტიპის შტატივზე 4კვტ, სიმძლავრის. თეთრი შუქის ხელსაწყო (ARRI მსგავსი).
    • ენერგოუზრუნველყოფა – საჭირო სიმძლავრის უხმაურო დიზელ-გენერატორი, ელექტროდისტრიბუცია, კომუნიკაცია, საწვავი (10სთ) კაბელ-არხები საჭიროების შემთხვევაში.
    • სცენის შესაფუთი ნაბეჭდი პროდუქცია -60კვ.მ. (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით).
    • გარე გამოყენების ფერადი სამკუთხა დროშები (თოკზე აწყობილი) დროშის ზომა 30*20სმ. დროშებს შორის დაშორება 20სმ. მასალა -„მილიპა“ ან მისი მსგავსი (ფერები შემსყიდველთან შეთანხმებით).
    • საბავშვო გასაბერი ატრაქციონი (დისნეის გმირები) რაოდენობა – 1. ზომები 13*6*7მ.
    • კონცერტის წამყვანები რაოდენობა-2 (მამაკაცი- აზერბაიჯანული დრამატული თეატრის მსახიობი და რეჟისორი. აზერბაიჯანული და ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე. ქალბატონი- ერთ- ერთი სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობი, სპექტაკლების გარდა გადაღებული უნდა იყოს ფილმებში, სერიალებში და რეკლამებში. ანალოგიური ღონისძიებების წაყვანის გამოცდილებით).
    • მუსიკალური კოლექტივი (არანაკლებ 4 მომღერალი – 3 ქალბატონი და ერთი მამაკაცი) 20 წუთიანი პროგრამა დატვირთული უნდა იყოს ქალაქური ჟანრის აზერბაიჯანული და ქართული სიმღერებით, ანსამბლს უნდა ჰქონდეს სცენაზე დგომის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება).
    • ინდივიდუალური შემსრულებელი რაოდენობა – 3 ( აზერბაიჯანელი ეროვნების 2 ვაჟი, აქედან ერთ ერთმა უნდა შეასრულოს რეპი, ხოლო მეორემ აზერბაიჯანული საესტრადო 2 სიმღერა და ერთი აზერბაიჯანელი გოგონა, საესტრადო ჟანრის რეპერტუარით, უნდა ასრულებდეს ქართულ, აზერბაიჯანულ და მსოფლიო ჰიტებს).
    • ჟონგლიორები რაოდენობა -2. ქალი და მამაკაცი, მრავალფეროვანი გასართობი, 1 საათიანი პროგრამით(მონაწილეობა უნდა მიიღონ კოსტიუმირებულ მსვლელობაში, შემდეგ კი წარმოადგინონ 40 წუთიანი საცირკო-სანახაობრივი ნომრები. მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით).
    • ოჩოფეხი რაოდენობა-4 (პერსონაჟი ქოსა და ქეჩალი შესაბამისი კოსტიუმებით აგრეთვე ფერად კოსტიუმებში გამოწყობილი 2 ჯამბაზი. აღნიშნულმა მსახიობებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მსვლელობაში, შემდეგ კი წარმოადგინონ 40 წუთიანი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა).
    • დრამერების შოუ-რაოდენობა 8 (კოსტიუმირებული დრამ-შოუ შესაბამისი ინსტრუმენტებით. დრამერებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კოსტიუმირებულ მსვლელობაში, შემდეგ კი წარმოადგინონ 20 წუთიანი პერფორმანსი ჟონგლიორებთან ერთად).

ლაშა კვარაცხელია ინდივიდუალურ მეწარმეთ  საჯარო რეესტრის მონაცემებით მიხედვით 2015 წელს დარეგისტრირდა.

ტენდერების მონიტორინგის საიტის მიხედვით მას  მოგებული აქვს ტენდერების 25%  წაგებული კი 58%

მონიტტორინგი

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register