ერთი წლის განმავლობაში ბიბლიოთეკიდან მკითხველებმა 3 305 წიგნი გაიტანეს
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა ერთი წლისა. როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი ლანა ხეხელაშვილი „რადიოსთან“ აღნიშნავს თორმეტი თვის განმავლობაში 982 მკითხველი დარეგისტრირდა. მკითხველთა დარბაზით კი 906 ადამიანმა ისარგებლა, რაც შეეხება გატანილი წიგნების რაოდებობას ერთი წლის განმავლობაში 3305 შეადგენს. კომპიუტერით და ინტერნეტით მოსარგებლე ადამიანთა რაოდენობა 432 . ასევე, ჩატარებულია 65 ღონისძიება.
მარნეულის სჯარო ბიბლიოთეკა 2017 წლის 21 მარტს გაიხსნა. ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 333 000 ლარი დაიხარჯა.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments