ეროვნული ბანკი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო 1 500 მონეტას გამოუშვებსს.
ავერსზე გამოსხაული იქნება 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები – მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: “26 მაისი”, “1918”, “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა” და “10 ₾”.
რევერსი აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: “საქართველო”, “10 ლარი”, “2018” და “GEORGIA”.
დიზაინის ავტორია მამუკა გონგაძე. მონეტის რეალიზაცია ამ წლის 15 მაისიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 100 ლარი იქნება.
წყარო: on.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments