“ჩინარი”- სურვილის ასრულების იმედი წითელი ლენტის გადაბმით
ძველი რწმენით, ნოვრუზ ბაირამის შემდგომ მარნეულის მოსახლეობა სოფელ ჯანდარაში “ჩინარზე” სურვილის ჩასაფიქრებლად მიდის. ამ ტერიტორიაზე დღეს ხალხმრავლობაა.
ჩინარზე მისასვლელი გზის ორივე მხარეს მოვაჭრეებს არაერთი დახლი აქვთ მოწყობილი, სადაც სხვადასხვა საჩუქრებს ჰყიდიან.
რწმენის მიხედვით, ადგილიდან ხელცარიელი არ უნდა დაბრუნდე. ალბათ, ამიტომ შეიმჩნევა ყოველ დახლთან მყიდველების დიდი რაოდენობა. შორიდან კი წითელი ლენტებით შებმული ნატვრის ხეც კარგად სჩანს.
აქ ადგილობრივების გარდა ჩამოსულ სტუმრებსაც ნახავთ, რომლებსაც ამ დღის სწამთ და სურვილის ჩაფიქრება მათთვის იმედისმომცემია. შეკრებილი მოსახლეობა ტრადიციზე გვესაუბრება
ადამიანები სურვილს ჩასაფიქრებლად წითელ ლენტებს ყიდულობენ და ხის ტოტზე ტოვებენ. ვისაც სურვილი უკვე შეუსრულდა ისინი ხალხურ მუსიკის ფონზე ცეკვას იწყებენ.
რამდენიმეს შესაწირად იქ მამალიც მიჰყავს, მაგალითად, ერთმა ქალმა გასულ წელს შვილის ყოლა ჩაიფიქრა და დღეს პატარა ვაჟთან ერთად მამლის შესაწირად მოვიდა
დღეს სოფელ ჯანდარაში ნატვრის ხის ქვემოთ, სხვადასხვა ადგილებზე ტრადიციულად კოცონიც აანთეს და სანთლებიც.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments