მარნეულის მერიას 10 მანქანის ტექნიკური მომსახურეობისთვის 27 118 ლარიანი ტენდერი აქვს გამოცხადებული
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების (10 ერთეული ავტომანქანა) შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. საწყისი თანხა 27 118 ლარია. ამ თანხის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ 10 მანქანა თუ ვის უნდა ემსახურებოდეს ამაზე მერიიდან პასუხი არ გვაქვს.
2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვილით კი გათვალისწინებული სატენდერო პირობებით ირკვევა, რომ შეუცვლიან ან შეუკეთებენ ნაწილებს, გაუკეთებენ დიაგნოსტიკას, შეუცვლიან ზეთს და ა.შ.
ტენდერის წინადადებების მიღება 28 მარტს დასრულდება. ტენდერის ხარჯები დაიფარება 2018 წლის ბიუჯეტიდან.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments