სინოპტიკოსების ინფორმაციით, ცის ყვითელი შეფერილობა, სავარაუდოდ, სამხრეთიდან ჰაერის ნაკადის მიერ წამოღებულმა ქვიშამ გამოიწვია
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ცის ყვითელი შეფერილობა სამხრეთიდან ჰაერის ნაკადით წამოსულ ქვიშას უკავშირდება. ამის შესახებ ნიორაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
”ცის ყვითელი ფერი არაფერს მოულოდნელს არ უკავშირდება. დღეს თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ცა ოდნავ ყვითლად არის შეფერილი. განსაკუთრებული არაფერი ხდება. სავარაუდოდ, სამხრეთის რეგიონიდან ჰაერის ნაკადმა ქვიშა წამოიღო და ჰაერში ახლა ყვითელი ფერის ქვიშაა, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა. საშიში არაფერია”, – განაცხადა ნიორაძემ.
წყარო: ipn.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments